"ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 2-0 დაწინაურდა
"ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 2-0 დაწინაურდა

“ბოსტონ სელტიკსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 2 მოგების სხვაობით დაწინაურდა. “ტი დი გარდენში” გამართული სერიის რიგით მეორე შეხვედრა ბრედ სტივენსის გუნდმა 107-94 მოიგო.

პირველი ტაიმი “კავალიერსის” უპირატესობით წარიმართა. “კლივლენდი” შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაშის სურათი სრულიად შეიცვალა. ჯეილენ ბრაუნის (23 ქულა), ალ ჰორფორდის (15 ქულა 10 მოხსნა), ტერი როზიერისა (18 ქულა) და მარკუს მორისის (12 ქულა) კარგი თამაშის წყალობით ბოსტონელებმა მეტოქეს ზედიზედ მეორე შეხვედრა მოუგეს და სუპერფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა (42 ქულა, 10 მოხსნა, 12 პასი), თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. კევინ ლავმა 22 ქულასთან ერთად 15 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. მომდევნო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 19 მაისს ამჯერად “კლივლენდის” მშობლიურ “ქუიქენ ლოანს არენაზე” შედგება.