"ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია
"ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია

“კლივლენდ კავალიერსის” მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში “ბოსტონ სელტიკსი” იქნება. სერიის რიგით მეხუთე შეხვედრა ბოსტონის “ტი დი გარდენში” გაიმართა და “სელტიკსის” გამარჯვებით, 114-112 დასრულდა.

პირველი ტაიმი ბრედ სტივენსის გუნდის უპირატესობით წარიმართა. “ფილადელფიამ” თამაშში დაბრუნება მესამე მეოთხედში მოახერხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. მასპინძელთა შორის 25 ქულით საუკეთესო ჯეისონ ტატუმი გამოდგა.

24 ქულა დააგროვა ჯეილენ ბრაუნმა. ტერი როიზიერმა საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა. ფილადელფიელთა შორის 27-27 ქულა ჩააგდეს ჯოელ ემბიდმა და დარიო სარიჩმა. ბენ სიმონსმა 18 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. შედეგად “სელტიკსმა” სერია 4-1 მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი “ბოსტონსა” და “კლივლენდს” შორის 13 მაისს “ტი დი გარდენში” ჩატარდება.