„ბოსტონ სელტიქსმა“ გაცვლა განახორციელა „ჩიკაგო ბულზთან“, რომლის მიხედვითაც, ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი და დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება მიიღო. თავის მხრივ, „სელტიქსიდან“ „ბულზში“ წავიდა მცველი ანფერნი სიმონსი, რასაც ასევე დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება დაემატა.
ორივე კალათბურთელის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. სიმონსი ამ სეზონში 27.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ვუჩევიჩი – 21.5 მილიონს.