ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, მიმდინარე რეგულარული სეზონის, ერთერთი გამორჩეული და საინტერესო მატჩი, დღეს დილით ბოსტონის „თიდი გარდენში“ ჩატარდა. „სელტიქსის“ და ჰიუსტონ „როკეტსის“ შეხვედრა, უაღრესად საინტერესო გამოდგა. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის სტარტზე, სტუმრები 26 ქულის სხვაობით იგებდნენ. ბოსტონელებმა, კაირი ირვინგის და ჯეისონ ტატუმის შესანიშნავი თამაშის წყალობით, აღნიშნული სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მატჩი ერთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 99-98 მოიგეს. ირვინგმა, 26 ქულა გააკეთა, ხოლო ტატუმის მონაგარმა 19 ქულა შეადგინა. ჰიუსტონში, მორიგი შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 34 ქულა და 10 პასი მიითვალა აქტივში. „როკეტსმა“ კრის პოლის გარეშე, ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო, თუმცა დასავლეთ კონფერენციაში, მეორე ადგილზე მაინც ინარჩუნებს. ბოსტონ „სელტიქსი“ კი აღმოსავლეთში, კვლავ პირველ პოზიციაზეა. დღეს გამართული ტურის სხვა მატჩები, ასე დასრულდა:
სან ანტონიო-ნიუ იორკი 119-107
მილუოკი-მინესოტა 102-96
ორლანდო-დეტროიტი 102-89
პორტლენდი-ფილადელფია 114-110