ბოსნიური გამოცემა - მატჩზე ქართველები მხარს უჭერდნენ უკრაინას #1TVSPORT
ბოსნიურმა გამოცემა „რეპრეზენტაციამ“ საქართველოს ნაკრებთან წაგებული (0:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოს ნაკრების წევრები და ხელმძღვანელობა უკრაინას გუნდურად უჭერდნენ მხარს.
„ზენიცაში საქართველოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ბოსნია 0:1 დამარცხდა. ამ მატჩში ქართველები მხარს უჭერდნენ უკრაინას – სტუმრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკრაინული ფერის ლენტი გაიკეთა და ამით გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, რომელსაც 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა. ყვითელ-ლურჯი ლენტი ჰქონდათ ფორმაზე საქართველოს სამწვრთნელო სტაფის სხვა წევრებსაც. ამას გარდა, გურამ კაშიამ უკრაინის ფერებში შეფერილი კაპიტნის სამკლაური მოირგო“, – წერს გამოცემა.