ბოსნიური გამოცემა - „ბოლონიამ“ „სარაევოს“ გულიაშვილის ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართა #1TVSPORT
ბოსნიური გამოცემა - „ბოლონიამ“ „სარაევოს“ გულიაშვილის ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილით „ბოლონიის“ დაინტერესების შესახებ ბოსნიური გამოცემა fks.zone-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, იტალიის სერია A-ს კლუბმა „სარაევოს“ კონკრეტული შეთავაზება გაუგზავნა.

„ბოლონიამ“ „სარაევოს“ გულიაშვილის ტრანსფერზე ახალი შეთავაზებით მიმართა, იტალიელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,7 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუ ტრანსფერი შედგა, ეს იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიგის ახალი რეკორდი. მოლაპარაკება გახსნილია, მაგრამ ჯერ მხარეები არ შეთანხმებულან“, – ამტკიცებს ბოსნიური გამოცემა.

თბილისის „იბერიისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბოსნია-ჰერცეგოვინის „სარაევოში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა, ერთი სეზონი იჯარით ამავე ქვეყნის მოსტარის „ველეჟში“ გაატარა და ზაფხულში „სარაევოში“ დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოსნიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩატარა, 10 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ოქტომბერში გიორგი ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვია.