ბოსნია-ჰერცეგოვინასთან საქართველოს ნაკრებს ჩრდილომაკედონიელები უმსაჯებენ #1TVSPORT
25 მარტს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ჟენიცაში ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ამ შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
მთავარი არბიტრი ალექსანდრე სტავრევი იქნება – ის ფიფა-ს მსაჯი 2006 წლიდან არის. მიმდინარე სეზონში მას უეფა-მ ევროპის ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩების მომსახურება მიანდო. ამ სეზონში მან ასევე 12 მატჩი ჩაატარა ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ლიგაში. ამ შეხვედრებში ოთხი წითელი და 88 ყვითელი ბარათი აჩვენა.
ჟენიცაში მას ასევე ჩრდილომაკედონიელი ხაზის არბირტები დაეხმარებიან – კუშტრიმ ლიკა და დანიელ ვასილევსკი. რაც შეეხება მეოთხე მსაჯს, როგორც ასეთ დროს ხდება, ის ადგილობრივი იქნება – ბოსნია-ჰერცეგოვინას საუკეთესო მსაჯად აღიარებული ირფან პელტო.
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.