ბოსნია-ჰერცეგოვინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს უნდა მივულოცო, კარგად ითამაშეს #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს უნდა მივულოცო, კარგად ითამაშეს #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინას ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა და მოთამაშემ კომენტარი გააკეთეს საქართველსოთან ევრო 2022-ის შეხვედრის წაგებაზე, რომელმაც გუნდი ჯგუფში ჩატოვა.

დარკო არნაუტოვიჩი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების ფეხბურთელი: 

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. შესვენებამდე ყველაფერი გავაკეთეთ, რაზეც თამაშამდე გასახდელში ვისაუბრეთ, მაგრამ დასანანია, რომ ქულები დავკარგეთ. ქართველების პირველ გოლამდე უკეთესად ვთამაშობდი. ვცდილობდით, 5-ზე და 4-ზე გვეთამაშა, რომ მეტი შანსი შეგვექმნა და გაგვეტანა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა ჩვენ ევროზე პირველ გამარჯვების მოსაპოვებლად აზერბაიჯანი უნდა დავამარცხოთ“.

ივო კრეზო, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების მთავარი მწვრთნელი: 

„საქართველოს, ისევე როგორც ჩემს ფეხბურთელებს, უნდა მივულოცო დღეს გამოჩენილი ძალისხმევა. ჩვენ რამდენიმე შანსი გვქონდა გოლის შემდეგ, რომ მიგვეღო ყველაზე დიდი შედეგი ჩვენს ისტორიაში. დიდი შეცდომა დავუშვით, როდესაც ანგარიში გაათანაბრეს, ამან მეტოქეს ახალი ენერგია მისცა და კარგად ითამაშეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გავრისკეთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და თუ დღეს ესპანეთი აზერბაიჯანთან არ დამარცხდება, ტურნირის მეოთხედფინალში გავა.