„ბორნმუთიდან“ გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე გამოიძახეს - 17-წლამდე ნაკრები მონტენეგროს ამხანაგურ მატჩში შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები მონტენეგროს 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 9 და 11 აგვისტოს, სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.
17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ხიზანიშვილმა ამ მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ორი მოთამაშე ინგლისიდანაა – გიგი გოგია „ქუინზ პარკ რეინჯერის“ აკადემიიდან, ხოლო გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე – „ბორნმუთიდან“.
U17 შემადგენლობა
მეკარეები: მათე საური, ლუკა ხელაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი)
მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი, ნიკა კალანდაძე (ორივე – საბურთალო), თორნიკე მინდიაშვილი (ლეფია, ესპანეთი), თორნიკე კაპანაძე (კერულეტი, უნგრეთი), გიგი გოგია (ქუინზ პარკ რეინჯერი, ინგლისი)
ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთანდილ მაშავა, საბა სამუშია, ნიკა ტკალია (ყველა – დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი, საბა გეგუჩაძე, გიორგი ჩაჩუა (სამივე – საბურთალო), გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი)
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია, ვახტანგ სალია (ორივე – დინამო თბილისი).
17-წლამდე ასაკობრივი ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისს, ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება, საკვალიფიკაციო რაუნდს კი საქართველო უმასპინძლებს.
25 ოქტომბერი
საქართველო – ისრაელი
28 ოქტომბერი
საქართველო – ინგლისი
31 ოქტომბერი
საქართველო – ლიეტუვა