„ბორჯომის“ ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
„ბორჯომის“ ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა. შემთხვევა ბორჯომში მოხდა – საფეხბურთო კლუბ “ბორჯომის” მოთამაშე თედო კაკულია დაიღუპა.

როგორც „ბორჯომში“ გვითხრეს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნული ლიგა 3-ის მატჩის შემდეგ მოტოციკლით მოძრაობდა, როდესაც კედელს შეასკდა.

„დიდი ტრაგედია მოხდა, არამარტო ჩვენს გუნდისთვის, არამდედ ყველასთვის – ჩვენი გუნდის ფეხბურთელი თედო კაკულია გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ თედოს ოჯახს და დიდ გულისტკენას განვიცდით, მადლობა თედო ყველაფერისთვის“ – წერია საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის“ განცხადებაში.

23 წლის თედო კაკულია თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. უთამაშია „სამტრედიაში“, გასულ სეზონში ირიცხებოდა ზესტაფონის „მარგვეთში“, ზაფხულიდან კი – ფოთის „კოლხეთში“. კაკულია „ბორჯომში“ წელს გადავიდა.