ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში მატებაა – შერკინების მწვრთნელად ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი გრეემ როუნთრი დაინიშნა. ის მილტონ ჰეიგთან ერთად მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე იმუშავებს.
როუნთრი უდიდესი გამოცდილების მქონე და მაღალი დონის სპეციალისტია, რაზეც მისი წარმატებული კარიერაც მეტყველებს – 17 წელი მოთამაშე და 11 წელი შერკინების მწვრთნელი, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.
2007-2015 წლებში როუნთრი ინგლისის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელად მუშაობდა, 2016-18 წლებში კი ინგლისის პრემიერ ლიგის „ჰარლეკინზში“ იყო.