"ბორჯღალოსნებს" მორიგი ტიტულის მოპოვების შანსი "წყნარი ოკეანის თასზე" ექნებათ
2018 წელს “ბორჯღალოსნებს” მორიგი ტიტულის მოპოვების შანსი ექნებათ. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ერთად “წყნარი ოკეანის თასის” (World Rugby Pacific Nations Cup) მე-13 გათამაშებაში ჩაერთვება. შეჯიბრი ფიჯიზე, სუვაში, “ეი-ენ-ზე სთედიუმზე” ორ ტურად გაიმართება.
საქართველო პირველ მატჩს 9 ივნისს, ტონგას ეროვნული ნაკრების წინააღგმდეგ ჩაატარებს. ამავე დღეს რუმინეთი ფიჯის დაუპირისპირდება.
16 ივნისს საქართველო და რუმინეთი მეტოქეებს გაცვლიან.
“წყნარი ოკეანის თასი” 2006 წლიდან იმართება და განვლილ სეზონებში ტურნირზე ავსტრალია “ა”, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია”ა”, მაორები, სამოა და ამერიკის შეერთებულ შტატები მონაწილეობდნენ.