„ბორჯღალოსნებმა“ ურუგვაისთან მატჩის წინ კუმაგაიაში ივარჯიშეს | იაპონია 2019 [ფოტო]
„ბორჯღალოსნებმა“ ურუგვაისთან მატჩის წინ კუმაგაიაში ივარჯიშეს | იაპონია 2019 [ფოტო]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მატჩისთვის ემზადება. მომდევნო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“-ს მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება, რომელმაც ტურნირის უმთავრესი სენსაცია შემოგვთავაზა. სამხრეთ ამერიკელებმა პირველ მატჩში გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ვარჯიშებს საიტამას პრეფექტურის ქალაქ კუმაგაიაში ატარებს. სწორედ კუმაგაიას რაგბის სტადიონზე, რომელიც 30,000 გულშემატკივარს იტევს, გაიმართება „ბორჯღალოსნების“ მომდევნო თამაში.

საქართველოსა და ურუგვაის დაპირისპირება 29 სექტემბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.