„ბორჯღალოსნებმა“ „საუზერნ კინგსთან“ მატჩის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართეს
13:09, 26.08.2019
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტესტ მატჩს სამხრეთ აფრიკულ გუნდ „საუზერნ კინგსთან“ გამართავს. 31 აგვისტოს კი „ბორჯღალოსნები“, „დინამო არენაზე“, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.
ეს ბოლო ორი მატჩი იქნება თბილისში, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე ჩაატარებს. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ქართველი მორაგბეები კიდევ ერთ პრინციპულ ტესტ მატჩს 6 სექტემბერს, შოტლანდიასთან, სტუმრად გამართავს. დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მატჩის წინა – კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა.
საქართველოსა და „საუზერნ კინგსის“ სარაგბო მატჩი ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.