„ბორჯღალოსნებმა“ მატჩის წინა დღეს კაპიტნის ვარჯიში გამართეს [ფოტოამბავი]
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მიმდინარე წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეორე ტურის მატჩის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართა. ავჭალის სტადიონზე „ბორჯღალოსანთა“ შემდეგ სავარჯიშოდ მათი მომავალი მეტოქე, ესპანეთის ნაკრები გამოვიდა, რის შემდეგაც ორივე გუნდის მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოსა და ესპანეთის სარაგბო დაპირისპირება 17 თებერვალს, 18:00-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი პირველ არხზე იხილავს. მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე კი ავჭალის სარაგბო სტადიონიდან, საინტერესო სტუმრებთან ერთად სპეციალური გადაცემა დაიწყება. რაც შეეხება პირდაპირ რეპორტაჟს, მას ლუკა ჭოჭუა და ლადო კილასონია გაუძღვებიან.