დღეს, 19 აგვისტოს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლოსწინა ტესტმატჩი აშშ-ის ნაკრებთან „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გამართეს.
თამაში ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დამთავრდა – 22:7 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.
ანგარიში 11-ე წუთზე ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რასაც 28-ე წუთზე მამუკაშვილის ლელო და მატკავას გარდასხვა მოჰყვა – 12:0.
რამდენიმე წუთში ამერიკელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 12:7 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 46-ე წუთზე ნინიაშვილის ლელოს მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვა დაემატა. მე-60 წუთზე ამ უკანასკნელმა საჯარიმო დარტყმით ჩვენს ნაკრებს ქულები კიდევ შესძინა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენ სტუმრებს ქულები აღარ მოუპოვებიათ და მატჩი 22:7 დასრულდა.