ივნისის ტესტების ბოლო შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიას ტოიოტაში ესტუმრება. გუნდები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრიან და ბალანსი იაპონელთა მხარესაა – მათ ოთხი შეხვედრა მოიგეს. „მამაცმა საკურებმა“ „ბორჯღალოსნებს“ 14 ლელო დაუდეს, თავად კი 11 გაუშვეს, ქულათა ბალანსი კი მათ სასარგებლოდ 122:96-ზეა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას უელსის წინააღგმდეგ სწორედ „ტოიოტა სთედიუმზე“ გამართავს.
23 კაციან შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. შალვა მამუკაშვილის ნაცვლად კვაჭის პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძე ითამაშებს. მარჯვენა ბურჯი ჩილაჩავა კი მირცხულავამ ჩაანაცვლა. უკანა ხაზშიც ორი ცვლილებაა – 12 ნომერზე გიორგი კვესელაძე ითამაშებს, ხოლო 15 ნომრის პოზიციაზე კი მერაბ კვირიკაშვილი დაიწყებს.
„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ასე გამოიყურება –
შერკინება: 1. ასიეშვილი, 2. ბრეგვაძე, 3. მირცხულავა, 4. ნემსაძე (კაპ.), 5. მიქაუტაძე, 6. ცუცქირიძე, 7. კოლელიშვილი, 8. გიორგაძე
უკანა ხაზი: 9. ლობჟანიძე, 10. ხმალაძე, 11. მათიაშვილი, 12. კვესელაძე, 13. კაჭარავა, 14. თოდუა, 15. კვირიკაშვილი
მარქაფა: 16. მამუკაშვილი, 17. ჟვანია, 18. მელიქიძე, 19. ჭეიშვილი, 20. გაჩეჩილაძე, 21. ბეგაძე, 22. მალაღურაძე, 23. სიჭინავა
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი