„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან გასამართი ტესტმატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
17 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ტესტმატჩების სერიის მეორე მატჩს გენუაში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:40 საათზე დაიწყება.
რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა ნოემბრის ტესტების პირველი თამაში 10 ნოემბერს მონპელიეში, „ოლ ბლექს XV“-ის წინააღმდეგ ჩაატარეს და 13:31 დამარცხდნენ. იმ მატჩის შემადგენლობიდან მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო 15-ში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე, სანდრო ქუნთელიას ნაცვლად, თამაშს ირაკლი აფციაური დაიწყებს.
ამას გარდა, სამი ახალი მორაგბეა სათადარიგოთა შორის – ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზე ითამაშებს ლუკა ჯაფარიძე, მეორე ხაზში – ლადო ჩაჩანიძე, 9 ნომრის პოზიციაზე კი – გელა აფრასიძე.
საქართველოსა და იტალიის შეხვედრას გამოცდილი ახალზელანდიელი რეფერი ბენ ო’კეფი განსჯის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.