“ბორჯღალოსნების” გაფართოებულ რაზმში ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილებაა. “სტად ფრანსეში” მოთამაშე ბურჯი, ზურაბ ჟვანია, კახა ასიეშვილმა ჩაანაცვლა.
რუსეთსა და საქართველოს შორის მატჩი 10 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე, კრასნოდარში გაიმართება.
სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ლიდერია და მეორეადგილოსან რუმინეთს 5 ქულით უსწრებს.
“ბორჯღალოსანთა” გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი:
მერაბ კვირიკაშვილი, სანდრო თოდუა, ბექა წიკლაური, სოსო მათიაშვილი, ანზორ სიჭინავა, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, გიორგი კოშაძე, გიორგი კვესელაზე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე
მორკინალები:
მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე