„ბორჯღალოსნები“ - „საუზერნ კინგსი“ საქართველოს პირველი არხის ეთერში
„ბორჯღალოსნები“ - „საუზერნ კინგსი“ საქართველოს პირველი არხის ეთერში

დღეს, „ბორჯღალოსნები“, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა მსოფლიო რაგბის მიერ გაწერილი კალენდრის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს 27 აგვისტოს, რუსეთთან უნდა ეთამაშა, მაგრამ „დათვებმა“ თბილისში სტუმრობაზე უარი განაცხადეს და მათ ნაცვლად ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკულ „საუზერნ კინგსს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც ბოლო ორი სეზონია „პრო 14“-ში ასპარეზობს.

მანამდე „კინგსი“ სამხრეთულ „ზე რაგბი“-ში გამოდიოდა, სადაც მუდამ აუტსაიდერთა შორის იყო, თუმცა გულშემატკივარს თავი თამაშის მაღალი ტემპით და სანახაობრივი რაგბით დაამახსოვრა.

„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ორ მატჩს გამართავენ – 31 აგვისტოს და 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგელობა „კინგსის“ წინააღმდეგ: 

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

„ბორჯღალოსნებისა“ და „კინგსის“ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება.