ბორჯღალოსნები | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდია 38 ქულის სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა შოტლანდიას 55:17 მოუგო. ეს გახლდათ მესამე ტურის შეხვედრა ექვსი ერის ზაფხულის სერიებში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები B ჯგუფში იტალიასთან, უელსთან და შოტლანდიასთან იყო. ორი მატჩი დათმო, შოტლანდიას კი დიდი სხვაბით აჯობა და 12 ივლისს პლეი ოფის მატჩს გამართავს.
რაც შეეხება შოტლანდიასთან შეხვედრას, თამაში სკოტების უპირატესობით დაიწყო – კუნძულელები 12:0 დაწინაურდნენ, თუმცა მას მერე მოედანზე მხოლოდ საქართველოს ნაკრები ჩანდა, თამაშიც შემოატრიალა და საბოლოოდ 8 ლელო გაიტანა.