"ბორჯღალოსნები" რუსეთს შეცვლილი შემადგენლობით ესტუმრებიან
"ბორჯღალოსნები" რუსეთს შეცვლილი შემადგენლობით ესტუმრებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მომდევნო შეხვედრას კრასნოდარში, 10 მარტს, რუსეთის წინააღგმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო რაზმში ცვლილებები შეიტანა. წელს მოედანზე პირველად ვიხილავთ გამოცდილ ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს, რომლისთვისაც ეს 109-ე სანაკრებო თამაში იქნება.

ძირითად შემადგენლობაში იქნება ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი, რომელმაც ესპანეთთან შეხვედრაში ფულბეკად ირჯებოდა, ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად დადგება.

გიორგი ნემსაძე, რომელიც “ბორჯღალოსნების” კაპიტანია, მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

ქართველი მორაგბეებს რუსებთან უკვე 20 წელია არ წაუგიათ.

მატჩისათვის გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ძირითადი:

1. კახა ასიეშვილი 2. შალვა მამუკაშვილი 3. ანტონ ფეიქრიშვილი

4. გიორგი ნემსაძე (კ) 5. ნოდარ ჭეიშვილი

6. გიორგი თხილაიშვილი 7. ვიტო კოლელიშვილი

8. ლაშა ლომიძე

9. ვასილ ლობჟანიძე 10. ლაშა ხმალაძე

12. გიორგი კვესელაძე 13. დავით კაჭარავა

14. ანზორ სიჭინავა 11. სოსო მათიაშვილი

15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა:

16. ბადრი ალხაზაშვილი; 17. კახა ასიეშვილი; 18. გიორგი მელიქიძე; 19. შალვა სუთიაშვილი; 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გელა აფრასიძე; 22. ლაშა მალაღურაძე; 23. გიორგი კოშაძე