ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ მესამე ტურის მატჩისთვის ემზადებიან (ფოტოამბავი)
13:42, 19.02.2020
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 22 თებერვალს „რაგბი ევროპის“ მესამე ტურის მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები ბელგიას უმასპინძლებენ. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“, 15 საათზე დაიწყება.
ლევან მაისაშვილის გუნდი აღნიშნული შეხვედრისთვის ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 29-კაციანი შემადგენლობით ემზადება. ბელგიის ნაკრებმა განვლილი ტურის შეხვედრაში რუსეთი ანგარიშით 38:12 დაამარცხა, საქართველომ კი ესპანეთს ანგარიშით 23:10 მოუგო.