„შემოდგომის ერთა სერიებს“ ქართველი მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან და მოედანზე სათამაშოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ.
ამ ჟესტით ბორჯღალოსნები სოლიდარობას გამოუცხადებენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყება.
საფრანგეთში გამგზავრებამდე მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა შეხვდა და წარმატებები უსურვა.
ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და შვედეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული.
წყარო: UN Women Georgia
ფოტოები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა