ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ ტონგას ეთამაშებიან და შეხვედრის პირველი ნახევარი 7:6 მოიგეს.
მატჩის სტარტზე სტუმრები დაწინაურდნენ. კუნძულელებმა მეტოქის ნახევარზე მიღებული ორივე ჯარიმა ზუსტად დაარტყეს.
შეხვედრის პირველი ლელო 26-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ ტონგელთა ხუთმეტრიანში აგორებული მოლის შემდეგ დადო. თედო აბჟანდაძემ ურთულესი გარდასახვა კარგად შეასრულა და მასპინძლები პირველად დააწინაურა – 7:6.
ტაიმის ბოლო წამებზე ტონგელები საქართველოს ხუთ მეტრიან ზონაში იყვნენ, თუმცა შეტევაში დაჯარიმდნენ და ქულების მოპოვება ვეღარ მოახერხეს.