საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის ემზადება. მილტონ ჰეიგის გუნდი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ესპანეთს უმასპინძლებს. ‘ბორჯღალოსნებმა’ დღეს შევერდანის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს. ესპანეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები კრასნოდარში გაემგზავრება და 10 მარტს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კი ეროვნული გუნდი 17 მარტს, დინამო არენაზე, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.