ბორჯღალოსნები | მიხეილ ნარიაშვილი - მოხარულები ვართ, ტრიბუნებზე გულშემატკივრები რომ იქნებიან #1TVSPORT
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, ბორჯღალოსნებმა „მიხეილ მესხზე“ ღია ვარჯიში გამართეს.
საქართველო 6 თებერვალს 15 საათზე, პორტუგალიას მასპინძლობს, რის შემდეგაც ამსტერდამში გაემგზავრება და 12 თებერვალს ნიდერლანდებს შეხვდება.
ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსანთა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მიხეილ ნარიაშვილი:
„სირთულეების მიუხედავად შესანიშნავი განწყობა გვაქვს. კარგი სამუშაო კვირა იყო. წლის პირველი თამაშია, რაც ადვილი არასოდესაა, განსაკუთრებით პორტუგალიასთან. მოხარულები ვართ ტრიბუნებზე გულშემატკივრები რომ იქნებიან. ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ბედნიერები ვართ მათთან შეხვედრა რომ გვიწევს და ვეცდებით ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“.