ბელგია - საქართველო პირველ არხზე | რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ბელგია - საქართველო პირველ არხზე | რაგბი ევროპის ჩემპიონატი

მილტონ ჰეიგის შეგირდები დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ბელგიას ბრიუსელში ეთამაშებიან.

ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას 29:22 მოუგეს, ხოლო ორი კვირის წინ სოჭში რუსეთთან 7:64 დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში ოთხი ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს საკუთარ მოედანზე სამი თამაშია არ წაუგიათ (გერმანიასთან 69:15 და 29:22, ესპანეთთან 18:10) და სერიის გაგრძელებას გეგმავენ.

თავის მხრივ, საქართველომ პირველ ტურში რუმინეთს კლუჟში 18:9 მოუგო, ხოლო 17 თებერვალს ესპანეთს თბილისში 24:10 სძლია, ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული კი, მიჯრით ოთხი მოგება აქვს (სამოასთან 27:19 და ტონგასთან 20:9).

„ბორჯღალოსნებს“ ბელგიელებთან სულ ოთხჯერ უთამაშიათ და ოთხივე მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდა. საქართველომ ამ მეტოქეს ერთის წილ 19 ლელო დაუდო, ხოლო ქულათა საერთო თანაფარდობა კი 130:19-ზეა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიელთა წინააღმდეგ –

უკანა ხაზი

15 – სოსო მათიაშვილი – ლელო სარასენსი​

14 – მირიან მოდებაძე – ქუთაისის აია

13 – მერაბ შარიქაძე (კაპიტანი) – ​ორიაკი, (სფრ. პრო დ2)

12 – გიორგი კვესელაძე – მარნეულის არმაზი

11 – ზურაბ ძნელაძე – ლოკომოტივი

10 – თედო აბჟანდაძე – ქუთაისის აია

9 – გიორგი ბეგაძე – ლოკომოტივი

შერკინება

1 – გურამ გოგიჩაშვილი – ​რასინგი (სფრ. ტოპ 14)

2 – შალვა მამუკაშვილი – ენისეი (რუს. პრემიერ)

3 – ლევან ჩილაჩავა – მონპელიე (სფრ. ტოპ 14)

4 – ნოდარ ჭეიშვილი – ქორნიშ პაირათს (ინგ. ჩემპ.)

5 – გიორგი ნემსაძე – ​ოსპრეიზი (უელ. პრო 14)

6 – გიორგი თხილაიშვილი – ბათუმი

7 – გიორგი ცუცქირიძე – ​ორიაკი, (სფრ. პრო დ2)

8 – ოთარ გიორგაძე – ​ბრივი (სფრ. პრო დ2)

მარქაფა [რეზერვი]

23 – გიორგი აფციაური – ლოკომოტივი

22 – ლაშა ხმალაძე – ბათუმი

21 – გელა აფრასიძე – მონპელიე (სფრ. ტოპ 14)

16 – ვანო კარკაძე – ორიაკი (სფრ. პრო დ2)

17 – ზურაბ ჟვანია – ​ვოსპს (ინგ. პრემ)

18 – ბექა გიგაშვილი – ​გრენობლი (სფრ. ტოპ 14)

19 – შალვა სუთიაშვილი – ​ანგულემი (სფრ. პრო დ2)

20 – ბექა საღინაძე – ორიაკი (სფრ. პრო დ2)​