„ბორჯღალოსნები“ 5-17 „საუზერნ კინგსი“ | პირველი ტაიმის შემდეგ (ფოტო)
დღეს, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას მართავს.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნები“ სამხრეთაფრიკულ „საუზერნ კინგსს“ ეთამაშებიან და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 5-17 სტუმრების სასარგებლოდ.
უპირატესობას ჩვენი სტუმრები მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და უკვე მეორე წუთზე კატრაკილისმა ჯარიმა გაიტანა – 0-3. ამ მომენტიდან ოთხ წუთში კი სამხრეთაფრიკელებმა ლელო დადეს (სითჰოული), გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს (კატრაკილისი) და ანგარიში უკვე 0-10 გახდა.
მე-15 წუთზე ქათველებმაც დალაშქრეს მეტოქის ჩათვლის მოედანი – ეს აფციაურმა გააკეთა და ანგარიში 5-10 გახდა, თუმცა 22-ე წუთზე სტუმრებმა ისევ დადეს ლელო (ამბადიანგი), გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს (კატრაკილისი) და სხვაობა ისევ გაიზარდა – 5-17.