„ბორდო“ წაგებას გადაურჩა - ზურიკო დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
„ბორდო“, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 2-ში „ამიენს“ ესტუმრა და წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა – 1:1.
ისევე როგორც წინა შეხვედრის დროს, „ბორდოს“ მწვრთნელმა ალბერტ რიერამ დავითაშვილი ამჯერადაც სათადარიგოთა შორის დატოვა და მხოლოდ 77-ე წუთიდან ათამაშა.
25-ე ტურის მატჩი „ამიენმა“ კარგად დაიწყო და 31-ე წუთზე ანგარიში შვედი თავდამსხმელის, ჟაკ ლანეს ზუსტი დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში „ბორდო“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა და ეს 90+4-ე წუთზე შეძლო – მასპინძლებს ჟულიან ვეტრომ გაუტანა და ჟირონდელებს ქულა მოაპოვებინა – 1:1.
„ბორდომ“ ამ მატჩის შემდეგ 32 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.