ბოლტმა მარიო გიოტცეს პასით გაიტანა (ვიდეო)
ბოლტმა მარიო გიოტცეს პასით გაიტანა (ვიდეო)

რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა, რომელიც ორი დღეა სინჯებზე იმყოფება გერმანულ კლუბ “დორტმუნდში”, პირველი ღია ვარჯიში ჩაატარა.

მან საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა და ორმხრივი თამაშისას, ერთი გოლიც კი გაიტანა. საგოლე გადაცემა მას მარიო გიოტცემ მისცა.

ბოლტის ღია ვარჯიშს, რომელსაც 1400 ფანი დაესწრო, Facebook და YouTube გადასცემდნენ პირდაპირ ეთერში. ყოფილი მძლეოსნის სინჯები “დორტმუნდში” კომპანია Puma-ს მიერ არის ორგანიზებული, რომელიც სპორტსმენისა და კლუბის საერთო სპონსორია.

უსაინ ბოლტი მსოფლიო რეკორდის მფლობელია 100 და 200 მეტრზე რბენაში.