ბოლქვაძე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
გელა ბოლქვაძე (82 კგ) ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავემ მეოთხედფინალში ხორვატი კოდრიჩი 9:1 დაამარცხა.
ბოლქვაძე ფინალში გასასვლელად ირანელ მოჰამედ გერაის შეხვდება.
დღეს ტურნირზე კიდევ სამმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა – გიორგი თოხაძე (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და ოთარ აბულაძე (72კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.
ნახევარფინალები 19:45 საათიდან დაიწყება.