იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ბოლონია“ „ლაციოს“ ესტურმა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.
მინიმალური ანგარიშით რომაულ გრანდთან წაგება, რა თქმა უნდა, არაფრით გამორჩეული ფაქტია, მაგრამ „ბოლონიამ“ ამ მატჩის შემდეგ ანტირეკორდი დაამყარა.
საქმე ისაა, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში „ბოლონია“ ერთადერთი კლუბია, რომელმაც ზედიზედ 38 შეხვედრაში გაუშვა გოლი.
ამ პერიოდში „ბოლონიას“ კარი მეტოქეებმა 69-ჯერ აიღეს. უკანასკნელად კი ბოლონიელებმა კარი სუფთად 2019 წლის 25 სექტემბერს, „ჯენოასთან“ მატჩში შეინახეს.