ბოლო წამზე გადარჩენილი ქულა - არველაძის „ჰალ სიტიმ“ სეზონი დაასრულა #1TVSPORT
ბოლო წამზე გადარჩენილი ქულა - არველაძის „ჰალ სიტიმ“ სეზონი დაასრულა #1TVSPORT

შოთა არველაძისჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფის ბოლო ტურში, საკუთარ სტადიონზე პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ „ნოტინჰემ ფორესტს“ უმასპინძლა და ურთულესი შეხვედრის გადარჩენა მოახერხა.

ნოტინჰემ ფორესტი“ ახლა კი არის ჩემპიონშიფში, მაგრამ ინგლისის 10 ყველაზე წარმატებულ კლუბში შედის – 1979 და 1980 წელს ზედიზედ ორჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს, ხოლო 1979-ში – ევროპის სუპერთასს.  „ნოტინგემ ფორესტი“ „ლივერპულთან“ ერთად იყო მეორე ბრიტანული გუნდი, რომელმაც ეს ტურნირი ორჯერ მოიგო.

ამჟამად, გუნდმა პრემიერლიგაში გადასვლა პლეი-ოფში თამაშით გაინაღდა – „ჰალ სიტის“ მოსაგებად ესტუმრა და მიზანთან ძალიან ახლოს იყო. „ნოტინჰემ ფორესტი“  90+2-ე წუთზე ბრენან ჯონსონის პენალტით დაწინაურდა, მაგრამ არველაძის გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. 90+4-ე წუთზე კინ ლუის-პოტერმა „ნოტინჰემის“ კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ამ მატჩით დასრულდა ინგლისის ჩემპიონშიფის რეგულარული სეზონი, რომელიც ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ 51 ქულით მე-19 ადგილზე ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.