სენეგალი-კოლუმბია
28 ივნისი. სამარა. სტადიონი “სამარა-არენა”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
იაპონია-პოლონეთი
28 ივნისი. ვოლგოგრადი. სტადიონი “ვოლგოგრად-არენა”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: სიკაზვე (ზამბია)
ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, მხოლოდ H ჯგუფშია ინტრიგა პლეი ოფის საგზურებისთვის ბრძოლის მხრივ. აქ მერვედფინალის ორ ვაკანსიაზე სამი პრეტენდენტია.
პოლონეთს დაკარგული აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, მაგრამ ხასიათის გამოსაკეთებლად, აუცილებლად ეცდება იაპონიის დამარცხებას. და, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკი იქნება მონდომებული იმისთვის, რომ უგოლოდ არ დატოვოს ეს ჩემპიონატი.
იაპონიასა და სენეგალი 4-4 ქულა აქვთ, კოლუმბიას – 3, ამიტომაც, სამხრეთამერიკელებმა მხოლოდ მოგებაზე უნდა ითამაშონ.
წინა ტურების მატჩები
კოლუმბია-იაპონია 1:2
გოლები: 0:1 კაგავა (6-პენ), 1:1 კინტერო (39), 1:2 ოსაკო (73)
პოლონეთი-სენეგალი 1:2
გოლები: 0:1 ციონეკი (37-საკ. კარში), 0:2 ნიანგი (60), 1:2 კრიხოვიაკი (86)
იაპონია-სენეგალი 2:2
გოლები: 0:1 მანე (11), 1:1 ინუი (34), 1:2 ვაგე (71), 2:2 ჰონდა (78)
პოლონეთი-კოლუმბია 0:3
გოლები: 0:1 მინა (40), 0:2 ფალკაო (70), 0:3 კუადრადო (75)
ახალი ამბები
კოლუმბიას უბრუნდება კარლოს სანჩესი, რომელმაც მოიხადა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
მცირე ტრავმა აქვს აბელ აგილარს და მას ძირითადში მატეუს ურიბე შეცვლის.
იაპონიის ნაკრების ძირითადში, შესაძლოა, პირველად ითამაშოს შინჯი ოკაზაკიმ.
არ არის გამორიცხული მეკარის შეცვლა – რამდენიმე შეცდომის გამო, ეიჯი კავაშიმას ძირითადში ადგილის დაკარგვა ემუქრება. ის კოსუკე ნაკამურამ უნდა შეცვალოს.
პოლონეთის რიგებში გამოჯანმრთელდა კამილ გლიკი და ელოდებიან მის ძირითადში გამოჩენას.
ურთიერთშეხვედრები
კოლუმბია და სენეგალი ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2014 წელს, ამხანაგურ მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა.
იაპონიას ორიდან ორი მატჩი აქვს მოგებული პოლონეთისთვის – 1996 წელს – 5:0 და 2002 წელს – 2:0. ორივე მატჩი ამხანაგური იყო.
საინტერესო ფაქტები
– სენეგალს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკული გუნდების წინააღმდეგ ერთხელ უთამაშია – 2002 წელს, 3:0-ს უგებდა ურუგვაის, მაგრამ მატჩი 3:3 დასრულდა.
– სენეგალს ზედიზედ 6 მატჩია მსოფლიოს ჩემპიონატზე “მშრალად” არ შეუნახავს საკუთარი კარი.
– ამ ჩემპიონატზე სენეგალს მხოლოდ შვიდჯერ დაურტყეს და 3 გოლი გაუშვა.
– სენეგალს ზედიზედ 15 მატჩია არ წაუგია, როცა სადიო მანე გოლს იტანდა (+9=6-0).
– კოლუმბიას მსოფლიოს ჩემპიონატზე აფრიკულ გუნდებთან 2 მოგება და ერთი წაგება აქვს.
– კოლუმბიამ ამ ჩემპიონატზე შვიდჯერ დაარტყა ზუსტად და 4 გოლი გაიტანა.
– ხამეს როდრიგესს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ შვიდ მატჩში 6 გოლი და 4 პასი აქვს.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდების წინააღმდეგ, იაპონიამ ბოლო 5 მატჩში ოთხჯერ ვერ გაიტანა გოლი (+1=2-2).
– კეისუკე ჰონდას მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონიის 10 გოლიდან შვიდში აქვს მიღებული მონაწილეობა (4 გოლი და 3 პასი).
– იაპონია ინარჩუნებს რეკორდს მსოფლიოს ჩემპიონატებზე წითელი ბარათების გარეშე ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით (19).
– პოლონეთი პირველი ევროპული გუნდია, რომელიც ამ ჩემპიონატიდან გავარდა. ეს არის ზედიზედ მესამე შემთხვევა, როცა ეს გუნდი ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან ტოვებს.
– პოლონეთს 1986 წელის შემდეგ არ შეუნახავს საკუთარი კარი “მშრალად” მსოფლიოს ჩემპიონატზე – 10 მატჩში 23 გოლი გაუშვა.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ხოსე პეკერმანი (კოლუმბია):
“უნდა მოვნახოთ სენეგალელთა სუსტი მხარეები. ეს იქნება რთული მატჩი, რადგან ჩვენზე დიდი ზეწოლაა, თუმცა, ძლიერი მებრძოლი სული გაგვაჩნია. სენეგალი ძალიან ძლიერი გუნდია, მისი მოთამაშეები ძლიერები არიან როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად. თამაშობენ, როგორც ევროპელები”.
ალიუ სისე (სენეგალი):
“ორივე გუნდს ძალიან უნდა მერვედფინალში გასვლა. კოლუმბიას შეუძლია სირთულეები შეგვიქმნას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კარგად თამაშს. ჩვენც გვაქვს ერთი-ორი კოზირი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ მეტოქეს. კარგი განწყობა გვაქვს და შეგვიძლია მოგება. ჩვენთვის მერვედფინალში გასვლის ერთადერთი ვარიანტია – კოლუმბიის დამარცხება”.
აკირო ნისინო (იაპონია):
“შევეცდებით ბურთის ფლობას და იაპონური სტილის ჩვენებას. არ მიგვაჩნია, რომ პოლონეთის ნაკრები – დაუმარცხებელი გუნდია. შეიძლება მისი დაცვის გარღვევა”.
ადამ ნავალკა (პოლონეთი):
“ორი წაგების შემდეგ, პოლონეთის ნაკრებს უჭირს ფსიქოლოგიურად. ვაცნობიერებთ, რომ ვერ გავამართლეთ გულშემატკივრებისა და ჩვენი მოლოდინი. ხვალინდელი მატჩისთვის განკუთვნილი პრიზი ისეთი არ არის, როგორსაც ვისურვებდით. ეს იქნება ღირსების მატჩი”.
სავარაუდო შემადგენლობები
სენეგალი: კ. ნ’დიაიე – ვაგე, კულიბალი, ს. სანე, საბალი – ი. გეიე, ბადუ, კუიატე – სარი, ნიანგი, მანე.
კოლუმბია: ოსპინა – არიასი, მინა, დ. სანჩესი, მოხიკა – კ. სანჩესი, ურიბე – კუადრადო, კინტერო, ხამეს როდრიგესი – ფალკაო.
იაპონია: კავაშიმა – ჰ. საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო – შიბასაკი, ჰასებე – ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი – ოსაკო.
პოლონეთი: ფაბიანსკი – პიშჩეკი, გლიკი, ბედნარეკი, რიბუსი – კრიხოვიაკი, გორალსკი – გროსიცკი, კურზავა – ზიელინსკი – ლევანდოვსკი.