კომპანია Diagonal Inversiones-სა და რამდენიმე ფინანსისტის გამოთვლებით, „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ 2017 წელს კონტრაქტის განახლების შემდეგ, კატალონურ გრანდს 619 265 000 ევროს ოდენობის შემოსავალი მოუტანა (გათვალისწინებული არ არის მიმდინარე სეზონი).
ამ პერიოდში მესიმ კლუბისგან მიიღო 383 655 000 ევრო. ასე რომ, მესის გუნდში ყოფნისგან „ბარსელონას“ სარგებელი 235 610 000 ევროს შეადგენს.
„ლეო – საკლუბო ბიზნესის ცენტრია. როგორ აკეთებს ის ამას? ის გოლებს იტანს. გუნდში მესის ყოფნისას სპონსორულ კონტრაქტებს ერთი ფასი აქვს, მის გარეწე – სხვა.
დაუმატეთ ამას შემოსავლები, რომლის ზუსტად აღნუსხვა შეუძლებელია – ბილეთების გაყიდვა, VIP-ლოჟა, მაისურების გაყიდვა“, – განაცხადა Diagonal Inversiones-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ სირიამ.