ბოლო განახლებით, ფლამარიონი და მექვაბიშვილი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები არიან #1TVSPORT
ავტორიტეტულმა პორტალმა, Transfermarkt-მა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ღირებულება განაახლა. ეს მანამდე მოხდა, სანამ ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის „დინამოდან“ ფრანგულ „ვალანსიენში“ გადავიდოდა.
ჯოვინოსთან ერთად, ყველაზე ძვირად ღირებულად პორტალმა ანზორ მექვაბიშვილი დაასახელა („დინამო თბილისი“). ორივეს ფასი ერთი მილიონი ევროა.
ბათუმის „დინამოს“ 23 წლის ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის შეფასებას 100 000 ევრო დააკლდა და ახლა 800 000-ად არის შეფასებული, ამ მაჩვენებლით კი მესამე ადგილზეა.
ყველაზე დიდი პროგრესი ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს აქვს, რომლის ფასიც 250 000 ევროთი გაიზარდა და 700 000 ევრო გახდა. 200 000 ევრო მოემატა „დინამო თბილისის“ მცველის, საბა ხვადაგიანის ღირებულებასაც.
საქართველოს ჩემპიონატის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
ფლამარიონი, ბათუმის „დინამო“ – 1 000 000 ევრო.
ანზორ მექვაბიშვილი, „დინამო თბილისი“ – 1 000 000 ევრო.
გიორგი წიტაიშვილი, ბათუმის „დინამო“ – 800 000 ევრო.
გიორგი არაბიძე, ქუთაისის „ტორპედო“ – 700 000 ევრო.
საბა ხვადაგიანი, „დინამო თბილისი“ – 700 000 ევრო.