ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ბარსელონამ“ ბურთის ფლობის საუკეთესო შედეგი აჩვენა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში კატალონიურმა გრანდმა „გრანადას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 გაიმარჯვა.
ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მატჩი „ბარსელონასთვის“ სარეკორდო გამოდგა. საქმე ისაა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კატალონიელები ბურთს აკონტროლებდნენ და ამ მაჩვენებელმა 82,6% შეადგინა.
„ბარსელონასგან“ ბურთის ფლობის უპირატესობა არავის უკვირს, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში კატალონიური კლუბისთვის საუკეთესო აღმოჩნდა.
„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა 1005 გადაცემა შეასრულეს და ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესამედ გადასცდნენ 1000-იან ნიშნულს. „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი კატალონიელების კომბინაციური თამაშის მომხრეა და მომავალში ამგვარი სტატისტიკა შესაძლოა, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.