ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად - გერმანიაში პროფესიული საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად ქალი აირჩიეს #1TVSPORT
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად - გერმანიაში პროფესიული საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად ქალი აირჩიეს #1TVSPORT

48 წლის ნიკოლ კუმპისი ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“ პრეზიდენტად აირჩიეს. კლუბი გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში თამაშობს.

ხმის მიცემისას კუმპისმა გაუსწრო თავის ოპონენტს აქსელ დიტცინგერს – 472 ხმა 411 წინაამდეგ. კიდევ შვიდმა თავი შეიკავა.

კუმპისი პირველი ქალი პრეზიდენტია კლუბის 126-წლიან ისტორიაში. ასევე პირველი ქალია ამ თანამდებობაზე გერმანულ ფეხბურთში ბოლო 30 წლის განმავლობაში. 1988-92 წლებში, „მიუნხენ-1860“-ის პრეზიდენტი იყო ლიზოლეტა კნეხტი.