ბოლნისის „სიონმა“ შეკრება დაიწყო და ამხანაგური თამაშები დაგეგმა #1TVSPORT
ბოლნისის „სიონმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გიორგი ოქროპირიძე, რომელიც, რამდენიმე წელია, გუნდის სამწვრთნელო სტაფში მუშაობდა. მან კობა ჟორჟიკაშვილი ჩაანაცვლა.
ეროვნული ლიგა 2 აგვისტოს განახლდება. მანამდე, 23 ივლისს „სიონი“ საქართველოს თასის გათამაშებაში ჩაერთვება და „სამტრედიას“ „თამაზ სტეფანიაზე“ უმასპინძლებს. ოქროპირიძემ ჩემპიონატის განახლებამდე ოთხი ამხანაგური თამაში დაგეგმა.
ბოლნისის „სიონი“ 7 ივლისს პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდება, 11 ივლისს თამაში „ვარკეთილთან“ დაიგეგმა, 14-ში – „სპაერთან“, ხოლო ბოლო ტესტმატჩს გუნდი 26 ივლისს „დინამო თბილისთან“ გამართავს.
ცნობილი გახდა, რომ, მთავარ მწვრთნელთან ერთად, გუნდი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამმა ფეხბურთელმა დატოვა, სამივე მათგანი მცველია. 20 წლის სანდრო გულიაშვილი, 24 წლის საბა ნადირაძე და 20 წლის გიორგი ქავთარაძე „სიონში“ აღარ ითამაშებენ.
ბოლნისელებმა ჯერ ორი ახალი მოთამაშე დაიმატეს. „სიონის“ რიგებს 24 წლის ნახევარმცველი ირაკლი ზარიძე შეუერთდა და დაბრუნდა გამოცდილი მცველი, 33 წლის გიორგი კორიფაძე, რომელიც „სიონში“ 2021-2022 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კორიფაძე ბოლოს „სამტერდიის“ რიგებში ირიცხებოდა.