პორტუგალიის პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩი „ფეირენსესა“ და „რიუ ავეს“ შორის, ჩაწყობილი იყო. მატჩი თებერვალში გაიმართა და ის „ფეირენსემ“ 2:1 მოიგო. როგორც ქვეყნის მთავარი სპორტული გამოცემა A Bola წერს, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს „რიუ ავეს“ ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც მაქინაციებში მონაწილეობდნენ.
პოლიციამ გამოძიება ბუკმეიკერებისგან მიღებული სიგნალის შემდეგ დაიწყო. საბუკმეიკერო ტოტალიზატორებმა საეჭვოდ მიიჩნიეს მატჩის მიმდინარეობისას გაკეთებული ფსონების დიდი რაოდენობა. იტყობინებიან, რომ მაგალითად, ჩინეთიდან ერთი ფსონი 100 ათასი ევროს ოდენობისა იყო. პოლიცია ასევე ამოწმებს პორტუგალიის ჩემპიონატის სხვა მატჩებს.