არგენტინული გრანდი “ბოკა ხუნიორსი” ქვეყნის ჩემპიონი პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდა.
სტუმრად “ხიმნასია ესგრიმას” წინააღმდეგ „ბოკამ“ მატჩი 2:2 დაასრულა, ოთხი ქულით დაშორდა მეორე ადგილზე მყოფ “გოდოი კრუსს” და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. “ბოკას” 57 ქულა აქვს, “გოდოის” – 53. მესამეზე, 50 ქულით, “სან-ლორენსო” იმყოფება.
“ბოკა ხუნიორსისთვის” ეს 33-ე ტიტულია. ამ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირია დარიო ბენედეტო 9 გოლით, საუკეთესო ასისტენტი – კრისტიან პავონი (11 პასი).