ახალი ზელანდიის ნაკრებისა და ოქლენდური „ბლუზის“ მგეზავი, მსოფლიოს ორგზის საუკეთესო მორაგბე (2016, 2017) ბოდენ ბარეტი კარიერას იაპონიაში, კერძოდ „სანტორი სანგოლიათს“-ში გააგრძელებს. კლუბის მთავარი მწვრთნელი „ბორჯღალოსნების“ ყოფილი თავკაცი მილტონ ჰეიგია. აღნიშნულ ფაქტს „ოლ ბლექს“-ის ოფიციალური ვებგვერდიც გამოეხმაურა – „ბოდენ ბარეტს „სანტორი სანგოლიათს“-ში მილტონ ჰეიგი ელის, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო მისი კონსულტანტი კი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსია.“
ბარეტი 2021 წლის „ზე რაგბის“ (SuperRugby) სეზონს გამოტოვებს. ახალ ზელანდიელი ღიად აცხადებს, რომ 2022-ში კვლავ „ბლუზში“ დაბრუნდება და 2023 წლის მსოფლიო თასზე ნაკრებთან ერთად გამგზავრებას შეეცდება.
საინტერესოა ისიც, რომ პოპულარული ახალ ზელანდიური გამოცემა „ნიუ ზელანდ ჰერალდი“ (NZ Herald) მორაგბის ანაზღაურებაზე წერს, რომელიც სამი მილიონი აშშ დოლარია. ეს სარაგბო საზომებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ბარეტი ახალი ზელანდიის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და გუნდს 83 მატჩში 649 ქულა შესძინა.