ბობოხიძემ კარიერა დაასრულა - საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანი საზეიმოდ გააცილეს
ამ წუთებში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას მართავს. საკვალიფიკაციო ეტაპზე „დ“ ჯგუფში ავთანდილ ასათიანის გუნდი გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს ხვდება.
მატჩის დაწყებამდე ფუტსალიდან დავით ბობოხიძე გააცილეს – ფეხბურთელი, რომელიც წლები გამოდიოდა ეროვნულ გუნდში და მისი კაპიტანი გახლდათ.
ბობოხიძეს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა 13-ნომრიანი მაისურა გადასცა.