საქართველოს ფუტსალის ლიგის მეხუთე ტურის დაწყებამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მთავარი მწვრთნელი დავით ბობოხიძე დააჯილდოეს.
ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ზურა გელაშვილმა ბობოხიძეს 2020 წლის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადასცა. დავით ბობოხიძემ 2020 წელს თსუ-სთან საქართველოს ფუტსალის ლიგა მოიგო და სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ამიტომ დასახელდა.
მისი გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგას ამჯერადაც ერთპიროვნულად ლიდერობს. ხუთი ტურის შემდეგ, გუნდი ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს და ყველა კონკურენტი დაამარცხა.
დავით ბობოხიძე საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მისი ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. ის ამჟამად თსუ-ს მოთამაშე-მწვრთნელია და გუნდს გადამწყვეტ მომენტებში ხშირად ეხმარება.