პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის ხელმძღვანელმა ბობ არუმმა გადაწყვიტა ორი ბრძოლა მოაწყოს ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ქამრის მფლობელს ტერენს კროუფორდსა და UFC-ის ვარსკვლავს კონორ მაკგრეგორს შორის.
„ხომ ხედავთ, კონორი როგორ ლაპარაკობს მეივეზერსა და პაკიაოზე. მე კი მინდა, რომ მან იჩხუბოს კროუფორდის წინააღმდეგ. პირველ ჯერზე – MMA-ის წესებით, მეორედ – კრივის წესებით. კროუფორდს აქვს ბრძოლის გამოცდილება და ის არ იქნება წინააღმდეგი შერეულ ორთაბრძოლებში დაუპირისპირდეს მაკგრეგორს. უახლოეს პერიოდში ჩვენ ამას განვიხილავთ UFC-ის პრეზიდენტთან დანა უაიტთან”, – განაცხადა არუმმა.
32 წლის კროუფორდს 36 ბრძოლიდან ყველა მოგებული პროფესიულ რინგზე. 31 წლის მაკგრეგორს MMA-ში 26 ბრძოლა დაუგროვდა, 22 მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა.
2017 წელს, კონორმა საკრივო ორთაბრძოლა ჩაატარა ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ და მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.