ბოატენგი „ბარსელონასა“ და „ტოტენჰემის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
ბოატენგი „ბარსელონასა“ და „ტოტენჰემის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„ბაიერნის“ მცველი ჯერომ ბოატენგი მიუნხენურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ამ ზაფხულს დატოვებს, – იუწყება Sport Bild.

გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის გამოცდილი ფეხბურთელის შეძენა არაერთ ევროპულ კლუბს სურს, მათ შორის, ისეთ გარნდებს, როგორებიც „ბარსელონა“ და „ტოტენჰემი“ არიან.

ბოატენგი „ბაიერნის“ რიგებში 2011 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.