BMW-მ „რეალის“ წევრებს ავტომობილები დაურიგა, ყველაზე ძვირი მოდელი ვინისიუსმა აირჩია - 186 650 ევრო #1TVSPORT
ავტომობილების გერმანული მწარმოებელი BMW სამი წელია მადრიდის „რეალის“ სპონსორია. ხელშეკრულების თანახმად, გუნდის მოთამაშეები და მწვრთნელები თავისთვის ავტომობილებს ირჩევენ. 2024-25 წლების სეზონისთვის არჩევანი უკვე გაკეთებულია.
როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, კლუბის წარმომადგენლებს შეეძლოთ ხუთი მოდელისგან არჩევანის გაკეთება: iX2, iX, i5, i7, XM.
186 650 ევროდ შეფასებული ყველაზე ძვირადღირებული მოდელები ვინისიუსმა და ლუკას ვასკესმა აირჩიეს.
ჯუდ ბელინგემმა, კილიან მბაპემ, როდრიგომ, ლუკა მოდრიჩმა, ტიბო კურტუამ, დანი კარვახალმა და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ არჩევანი შეაჩერეს 179 900 ევროდ ღირებულ მანქანაზე.
ყველაზე იაფი მოდელები აირჩიეს ანტონიო რიუდიგერმა და ორელიენ ჩუამენიმ – 58 550 ევრო.
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისთვის შეარჩია ავტომობილი 114 450 ევროს ღირებულებით.