ბლოხინი - უკრაინის ნაკრებში შევჩენკოს შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის (UAF) პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
„უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის აღმასკომის წევრებმა ანდრეი შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბთან 2022 წლის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების გაგრძელებაზე ხმა აპლოდისმენტებით მისცეს“, – თქვა პაველკომ ბრიფინგზე.
შევჩენკომ უკრაინის ნაკრები 2016 წლიდან ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, უკრაინის ეროვნულმა გუნდი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ფინალურ ეტაპზე გავიდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. უკრაინელები მოხვდნენ C ჯგუფში, ნიდერლანდების და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. ჯგუფის მეოთხე გუნდი უნდა გაირკვეს ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩების შედეგებით, მაგრამ მათი ჩატარების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.არაა, გამორიცხული, ეს ნაკრები საქართველოს ნაკრები აღმოჩნდეს.
შევჩენკოს დარჩენამ უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოლეგ ბლოხინი გაახარა.
„ცხადია, ანდრეი შევჩენკოს შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი ლოგიკურია. უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებულის რანგში გავიდა. მთავარია, გუნდს პოტენციალი აქვს. საწყენი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადადეს, გუნდი აღმავლობას განიცდიდა. ერთი წლის შემდგ კი არავინ უწყის, რა იქნება“,- ციტირებს ბლოხინს Meta-ratings.com.ua.