ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კორონავირუსით დაავადდა.
ფრანგის ტესტმა COVID-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. უფრო ადრე, ტურინელთა რიგებში იგივე დიაგნოზი დაუსვეს მცველს დანიელე რუგანის. იტყობინებიან, რომ მატუიდი თავს კარგად გრძნობს და ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ნახევარმცველი კარანტინში 11 მარტიდან იმყოფება.
მიმდინარე სეზონში მატუიდიმ 23 მატჩი ჩაატარა სერია A-ში.